chem shesaxeb:
პირველად რაც დავწერე და მოვიგონე ეს იყო “კუდკუცუნა ლეკვის ზღაპარი” 3 ან 4 წლის ასაკში. მადლობა დედას რომ შეინახა და ჩაიწერა, მე ხომ ალბათ არც გამახსენდებოდა. ცოტათი რომ წამოვიზარდე და თინეიჯერულ გაბრაზებულ წლებში ჩემი აზრების გარესამყაროში გაშვება დამჭირდა, გავაკეთე wordpress ბლოგი, რომელსაც ალბათ 3 ადამიანი თუ კითხულობდა. და ახლა ჩემს ოცდარაღაც წლებში ისევ მოვიდა დრო ჩემმა ფიქრებმა იხილონ შუქი ონლაინ.

ufro metad chem shesaxeb anu ra miyvars:
  1. მიყვარს ვაშლის წვენი, მაგრამ ყოველთვის არა
  2. მზიანი დილა
  3. თვალის შავი ფანქარი
  4. ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა გულის არევამდე დაუსრულებლად
  5. ფანქრით/კალმით წერა ფურცელზე
  6. ქუჩის კატებთან მისალმება
  7. ჩემი ნაწერების კითხვა დაუსრულებლად ისე რომ სიტყვები აზრს კარგავენ
  8. სიების გაკეთება
  9. წიგნები
  10. Frühstück am frühen Morgen
  11. ყველა ენა რუსულის გარდა
  12. ფეხით სიარული

Attriubutions