დედა ავად არის და წევს. მე მეშინია, რადგან თმის დავარცხნა არ ვიცი. დედა წევს და მეც მის გვერდით ვარ. რა თქმა უნდა - თმადაუვარცხნელი. ექიმი მეხუმრება: "უი, შენც ავად ხარ?" არ ვიცი რა არ ესმის ამ ქალს. ხო, მეც ავად ვარ. დედა ცუდად არის, წევს და კი, მეც ავად ვარ!!! თმას ვერ ვივარცხნი, გესმის? და შენ ხუმრობ! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დედა მოკვდება და მე ვერასდროს დავივარცხნი თმას, და მომიწევს რომ მამაჩემის გაკეთებული უგემური საჭმელი ვჭამო მთელი ცხოვრება. რომ მიშვილოს ვინმემ? არა,არა.. დედა წაიყვანეს საავადმყოფოში და ახლა, ალბათ, ვარდისფერკედლებიან პალატაში წევს. ნეტა ფიქრობს თუ არა იმაზე რომ, თმა მაქვს დასავარცხნი?
